სიახლეები

ნატო სულთანიშვილის ლექცია გარემოს დაცვის შესახებ

დღეს, სსიპ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი და ბიოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნატო სულთანიშვილი აკადემიის საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერებს შეხვდა.

ქალბატონმა ნატომ იუნკერებს ლექცია წაუკითხა გარემოს დაცვასა და გამწვანებაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და არსებული საფრთხეების შესახებ.

ლექციის მეორე ნახევარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ქალბატონმა ნატომ ამომწურავი პასუხები გასცა მომავალი ოფიცრების მიერ დასმულ შეკითხვებს.