ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
სასწავლო სამმართველოს უფროსმა მარიამ დარბაიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების პირობებისა და არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იუნკერებმა მოსწავლეებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.
აღნიშნული ვიზიტები პროექტის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში ხორციელდება.