სიახლეები

აშშ-ს რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსის კადეტები აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდავცის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ აშშ-ს რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსის კადეტები.

ვიზიტის ფარგლებში, იუნკერთა ბატალიონის ოფიცერმა, მაიორმა ვასილ სისაურმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიის სტრუქტურის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სკოლების შესახებ.

თავდაცვის უმაღლესი სკოლის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ყალიჩავამ ლექცია წაიკითხა საქართველოს ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ომების შესახებ. ლექციას ამერიკელ კადეტებთან ერთად აკადემიის იუნკერებიც ესწრებოდნენ.

ლექციის დასასრულს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.