დღეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებისთვის ჩატარდა რიგით მეოთხე სემინარი თემაზე „ეფექტური სწავლებისა და შეფასების მეთოდები“, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ინსტრუქტორების გადამზადებას, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვას.
სემინარის ფარგლებში, ინსტრუქტორები ეცნობიან სწავლა-სწავლებისა და შეფასების ეფექტურ სტრატეგიებს, რაც შემდგომ სკოლის ინსტრუქტორებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ მეცადინეობები და ეფექტურად გამოიყენონ სწავლებისა და შეფასების მეთოდები.