სიახლეები

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პრაქტიკული საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკვირიანი პრაქტიკული საველე სწავლება გაიარეს.

საველე სწავლების ფარგლებში, მსმენელებმა განახორციელეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობები, რაც მოიცავდა მშრალ ვარჯიშებსა და საბრძოლო სროლებს ავტომატური შაშხანისა და ყუმბარმტყორცნის გამოყენებით.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას.