სიახლეები

იუნკერთა ბატალიონის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის პირველი და მეორე კურსის  იუნკერებმა კოჯრისა და ვაზიანის  მიმდებარე ტერიტორიებზე ორკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

საველე სწავლების ფარგლებში, იუნკერებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ საბრძოლო სროლებში, სახმელეთო ნავიგაციასა და საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებებში.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს იუნკერების მიერ განვლილი მასალიდან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას.