სიახლეები

იუნკერთა წახალისების სისტემა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, იუნკერთა ბატალიონის ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამის ფარგლებში, ამოქმედდა წახალისების ახალი სისტემას, რაც გულისხმობს საუკეთესო ასეულისა და ოცეულის გამოვლენას.

იუნკერებს აღნიშნული ტიტულის მოპოვება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ მიულოცეს.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვიურად განხორციელდება.