ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.
საველე სწავლების ფარგლებში, მსმენელებმა განახორციელეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობები, რაც მოიცავდა საპატრულო ოპერაციებს, რეიდს, ჩასაფრებასა და საპატრულო ბაზის დაკავებას.
აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას.