27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის საველე სწავლება გაიმართა.
ორკვირიანი საველე სწავლება მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს მაკეტზე ოპერატიული ბრძანების შემუშავებასა და გაცემაში, ასევე თავდაცვითი პოზიციების დაკავებასა და მომზადებაში, დამცავით დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლებების გარღვევაში, ჩასაფრებების მოწყობასა და საპატრულო ოპერაციების წარმოებაში.
საველე გასვლა მიზნად ისახავს ქვეითი ოცეულის ტაქტიკური დავალებების შესრულებასა და იუნკერების შეფასებას, როგორც ოცეულის ასევე ათეულის მეთაურის რანგში.