სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მეორეკურსელ იუნკერებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის მეორეკურსელი იუნკერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრის ფარგლებში, საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ და პროფესორმა რობერტ ჰენდმა იუნკერებს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, აქტუალობა, მიზნები და დასაქმების პერსპექტივები გააცნეს. 
სასწავლო სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მარიამ დარბაიძე იუნკერებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესახებ ესაუბრა. 
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს იუნკერებისთვის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, რათა შემდგომ იუნკერებმა გაცნობიერებულად შეძლონ მომავალი პროფესიის არჩევა. 
2016-2017 სასწავლო წლიდან საბაკალავრო სკოლაში ამოქმედდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამა - თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელიც იუნკერებს საშუალებას მისცემს გლობალურ და ეროვნულ დონეზე შეისწავლონ კომპლექსური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, საგარეო პოლიტიკია, თანამედროვე საინფორმაციო და კიბერსივრცეში მიმდინარე პროცესები. 
საბაკალავრო სკოლის დასრულების შემდეგ იუნკერები იღებენ ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში - მენეჯმენტი, ინფორმატიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".