სიახლეები

სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე

ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით იუნკერებსა და მსმენელებს უტარდებათ სწავლებები გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.

ამ ეტაპზე დამტიკცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აკადემიის საბაკალავრო სკოლის პირველი კურსის იუნკერებს ჩაუტარდათ ოთხდღიანი სწავლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

სწავლების ფარგლებში, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ინგა ჭილაშვილმა გენდერული თანასწორობის პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებისა და თანმდევი რეზოლუციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მსგავსი მეცადინეობები ტარდება სკოლაში ჩარიცხული ყოველი ახალი ნაკადისთვის.