სიახლეები

ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წევრების ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, პოლკოვნიკი ტონინ მარკუ, პოლკოვნიკი მეთინ გუნალი და ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰენკინეთი.

გაცნობით შეხვედრაზე აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა, ასევე ყურადღება გაამახვილეს აკადემიასა და ნატო-ს სხვადასხვა პროგრამებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მათი მხრიდან მიღებულ მხარდაჭერაზე.

შეხვედრის ბოლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.