სიახლეები

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამა

18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობას.

დღეს, სერჟანტებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა შეიარღებულ ძალებში მიმდინარე პროცესები განიხილა და სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ერთკვირიანი სწავლების განმავლობაში სერჟანტები გაეცნობიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობების დაწინაურებისა და სამხედრო-პროფესიული განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტს, თავდაცვის სამინისტროს არსებული რესურსების, დაგეგმარების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის პროცესს, გენდერულ თანასწორობასა და ლიდერის განვითარების პროგრამას.