დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მონაწილეობას აკადემიის იუნკერებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯიის“ და სასწავლო უნივერსიტეტ „გეომედის“ პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები იღებდნენ.
კონფერენცია აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში იუნკერები და სტუდენტები გადანაწილებულები იყვნენ ეკონომიკურ, მენეჯმეტის, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მეცნიერებათა სექციებში, სადაც განიხილეს ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ, ეროვნული და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული თემები. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ლიდერსა და ლიდერობაზე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, მონოპოლიური ბაზრის შედეგებსა და ინფორმაციის გადაცემის ახალ სტანდარტებზე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ თითოეულ სექციაში გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ გადასცა.
სამეცნიერო კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. მსგავსი კონფერენციები ასევე ემსახურება უმაღლეს სასწავლებელებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.