სიახლეები

აკადემიის პირადი შემადგენლობის გადაადგილება და წოდებების მინიჭება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტად მთავარი სერჟანტი გიორგი ბრეგვაძე დაინიშნა.

მთავარი სერჟანტი გიორგი ბრეგვაძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2007 წლიდან მსახურობს, მას მიღებული აქვს მედალი II და III ხარისხის “უმწიკვლო სამსახურისათვის“ და  მედალი “სამშობლოსათვის თავდადებული“.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ასევე განხორციელდა პირადი შემადგენლობის გადაადგილება, მაიორი დავით ბაბლიძე, რომელიც ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წლიდან მსახურობს, დაინიშნა აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. კაპიტანი ბესარიონ სიგუნავა დაინიშნა აკადემიის იუნკერთა ბატალიონის II კურსის უფროსად. კაპიტანი სიგუნავა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წლიდან მსახურობს.  უფროსი ლეიტენანტი ირაკლი გოგელია დაინიშნა აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების ქვეითი ტაქტიკის ინსტრუქტორად, უფროსი ლეიტენანტი გოგელია აკადემიაში 2015 წლიდან მსახურობს.

დღესვე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში განხორციელდა მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭება. აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ჯანჯულიას მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, უმცროს ოფიცერთა სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების ქვეითი ტაქტიკის ინსტრუქტორს, უფროს ლეიტენანტ ზვიად გზირიშვილს მიენიჭა კაპიტანის წოდება, აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის სასწავლო ჯგუფის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ რევაზ მარგველაშვილს მიენიჭა კაპიტანის წოდება,  აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების საინჟინრო მომზადების ინსტრუქტორს, უფროს ლეიტენანტ იაგო ფერაძეს მიენიჭა კაპიტანის წოდება, აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის სასწავლო ჯგუფის სერჟანტს, უმცროს სერჟანტ ლევან ბეგლარაშვილს მიენიჭა სერჟანტის წოდება, აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების ინსტრუქტორ-სერჟანტს, კაპრალ ალექსანდრე ადამიას მიენიჭა უმცროსი სერჟანტის წოდება, აკადემიის შტაბის ლაზარეთის საბრძოლო მედიკოსს, პირველი კლასის რიგით ალეკო გეზუმიანს მიენიჭა კაპრალ-სპეციალისტის წოდება, აკადემიის შტაბის ლაზარეთის უმცროს ექიმს, პირველი კლასის რიგით დავით ნიჟარაძეს მიენიჭა კაპრალის წოდება.