სიახლეები

შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ხელმძღვანელობამ და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა 2008 წელს სოფელ შინდისში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 
აკადემიის მოძღვარმა, მამა თადეოზმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სოფელ შინდისში დაღუპული გმირები სენაკის II ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ.