სიახლეები

აკადემიაში იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო სკოლის მეოთხე კურსის იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. სამი დღის განმავლობაში იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები ინფორმატიკისა და მენეჯმენტის მიმართულებებით.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ეროვნული თავდაცვის აკდემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, რექტორის მოადგილე, ბატონი ერეკლე ჩიგოგიძე, საბაკალავრო სკოლის დირექტორი, პროფესორი მანანა მაღრაძე, საბაკალავრო სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საბაკალავრო ნაშრომები ინფორმატიკის მიმართულებით დაიცვა 43 იუნკერმა, ხოლო მენეჯმენტის მიმართულებით - 67-მა.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება; კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება, მონიტორინგი და დაცვა; ვირტუალიზაცია, მისი დანიშნულება და უპირატესობები; ტურიზმი და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკაში; საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი; ომის ხელოვნება ბიზნესში; საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.