გაცნობებთ, რომ 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთათვის მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა:
- სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ;
- საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) შესახებ;
- კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
შენიშვნა: მომავალი იუნკერები გაეცნობიან კონტრაქტის პირობებს, რაც უნდა გაფორმდეს და დადასტურდეს მათივე პირადი ხელმოწერით.
ჩარიცხულმა პირებმა თან უნდა იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათ არ ჩაუბარებიათ მიმღები კომისიისთვის შიდა რეგისტრაციის დროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2-30-52-85; 577 39-01-94; 595 05-03-94.
მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი.