სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხული პირებისათვის  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პირველკურსელებს აკადემიაში ჩაბარება რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ, იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ, საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო სამმართველოს უფროსმა,  ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ მიულოცა.

იუნკერები დეტალურად გაეცნენ აკადემიაში არსებულ პროგრამებს, რეგულაციებსა და კონტრაქტის პირობებს. მათ ასევე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია  ხუთ კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის შესახებ. 

დღესვე, პირველკურსელებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რაც ითვალისწინებს 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველკურსელების მშობლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ აკადემიის ინფრასტრუქტურა და პირადად გაცნობოდნენ არსებულ პირობებს.