სიახლეები

უკრაინული დელეგაცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას უკრაინის პიოტრ გეტმანის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. აკადემიის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ პავლო ტკაჩუკს და დელეგაციის სხვა წევრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა უმასპინძლა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს აკადემიის ზოგადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, უმაღლეს სამხედრო დაწესებულებაში არსებული სკოლების სტრუქტურა და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სტუმრებს მოგვიანებით აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერებინა.