ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით ტარდება სწავლებები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.“
ამჯერად, სწავლება კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ჩაუტარდათ. აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ავალიანი მსმენელებს გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და თავდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.