სიახლეები

ბალტიის თავდაცვის კოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ნინო გეწაძე და სამეთაურო-საშტაბო სკოლის უფროსი ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ ბალტიის თავდაცვის კოლეჯში.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა,   ვასილ კოპეიკინმა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანსმა  ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, ბალტიის თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამეთაურო-საშტაბო და სამაგისტრო პროგრამები, აკადემიის მიერ საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.