დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 147 იუნკერი ჩაირიცხა, მათ შორის 7 ქალი.
პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიისგან პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.
სასწავლო წლის დაწყება იუნკერებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ, საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ და იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანულიამ მიულოცეს.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“, რის შემდეგაც სწავლას გააგრძელებენ სპეციალიზაციის