ა. (ა) ი.პ „საინფორმაციო ბანკი - საქართველოს ახალგაზრდობისა“ და სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით უკვე მეორედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ალერდი“. აღნიშნული კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელის შეწყობა.
წელს, პირველად კონკურსში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლიტერატურული კონკურსი „ალერდი 2016“- ის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი ჟიურის გადაწყვეტილებით გახდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერის შიო ყანდორელაშვილის ნამუშევარი „ავტოსტოპის იმპერატორი“.
მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის წარმომადგენლებმა პირველ ადგილზე გასული საკონკურსო თემის ავტორი ლეპტოპით დააჯილდოვეს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საუკეთესო 25 ნამუშევარი შევიდა კრებულში „ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016“, რომელიც წიგნის სახით გამოიცა.
ეროვნული თავდაცვის აკადემია კიდევ ერთხელ ულოცავს შიო ყანდორელაშვილს ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!