მიმდინარე წლის 1-3 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ნინო გეწაძე და უმცროს ოფიცერთა სკოლის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ბერაძე გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს აკადემიის ზოგადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, ასევე განიხილეს საბაკალავრო სკოლის იუნკერებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში აქტიური მონაწილეობის საკითხი.
შეხვედრაზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.