დღეს, აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა ამერიკელმა მწერალმა, პოლიტიკურმა და სამხედრო ისტორიკოსმა, ბატონმა იან თოლიმ თემაზე „ამერიკის მონაწილეობა 1812 წლის და II მსოფლიო ომში“.
ბატონმა თოლმა ლექციაზე აქცენტი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის ადრეულ პერიოდზე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამერიკელი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და ამერიკული ფლოტის ისტორიაზე მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
ლექციის დასასრულს, იუნკერებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.