სიახლეები

აკადემიის მსმენელები ოკუპაციის მუზეუმში

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ. მსმენელები დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველ მნიშვნელოვან დოკუმენტურ და ფოტომასალას გაეცნენ. დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ასობით ექსპონატი, მათ შორის ამ პერიოდის ცნობილ მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.

მსმენელების გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სისტემატურად იმართება და  მიზნად ისახავს განტვირთვასთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას. ყოველი კვირის ბოლოს ისინი საქართველოს მუზეუმებსა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, ესწრებიან კინო ჩვენებებსა და სპექტაკლებს.