სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები სტუმრად აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-2 კურსის კადეტები.

სასწავლო სამმართველოს უფროსმა,  ქალბატონმა  მარიამ დარბაიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების პირობებისა და არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.