დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფსიქოლოგიური განყოფილების საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა.
საბაკალავრო სკოლის იუნკერებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ თემაზე „სტრესის მართვა’’, სადაც განხილულ იქნა სტრესის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის არსი და მისი მართვის სტრატეგიები. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბრძოლო სტრესს.
აღნიშნულმა თემამ იუნკერების დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა იუნკერების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილება მომავალაშიც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას.