ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად ? როდის? დაიწყო. ზამთრის სეზონი აკადემიის საბაკალავრო სკოლის IV კურსის იუნკერებმა გახსნეს. პირველი ტურის შედეგად, 17 ქულით გამოვლინდა გამარჯვებული, ხოლო თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ირაკლი ციცვიძეს მიენიჭა. გამარჯვებულებს სიგელები საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ქუთათელაძემ გადასცეს.