სიახლეები

საბაკალავრო სკოლის იუნკერი ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიის  საბაკალავრო სკოლის მესამე კურსის იუნკერი, ნიკა გაგნიძე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტში.

საერთაშორისო განათლების კვირეული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და  ამერიკის შეერთებული შტატების  განათლების დეპარტამენტის ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პროგრამების ჩამოყალიბებას, რომელიც მოიზიდავს მომავალ ლიდერებს საზღვარგარეთიდან, რათა ისწავლონ, ასწავლონ და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.