სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? II ტური

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? II ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საბაკალავრო სკოლის III კურსის იუნკერებმა მიიღეს. მეორე ტურის შედეგად ფინალში თამაშის უფლება გუნდმა „გეტომ“ მოიპოვა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ გიორგი გოგინავას მიენიჭა. გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და იუნკერთა ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბაბლიძემ გადასცეს.