სიახლეები

ლიტვის სამხედრო აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლები აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ლიტვის სამხედრო აკადემიის უცხო ენათა ინსტიტუტის უცხო ენის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი დილეტა იატაუტაიტე და ინგლისური ენის მასწავლებელი ქალბატონი ასტა იასინუსკინე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლიტვის სამხედრო აკადემიის მასწავლებლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის ჩაატარეს ლექციები, მიმოიხილეს სასწავლო პროგრამები, გაეცნენ აკადემიის სტრუქტურასა და ელექტრონულ ფორმატში ინგლისური ენის ტესტირების სისტემას. ორი კვირის განმავლობაში, ქართველ და ლიტველ კოლეგებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სწავლების მეთოდები.
მსგავსი სახის გაცვლითი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.