სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? III ტური

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ზამთრის სეზონი.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას იღებენ აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები.
მესამე ტურის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო გუნდი - „ცამეტი“. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ კობა ჯიქიას მიენიჭა.
გამარჯვებულებს სიგელები საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ქუთათელაძემ გადასცეს.