პროექტ „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ქარელის მუნიციპალიტეტის 34 საჯარო სკოლის მოსწავლე.
აღნიშნული პროექტი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით ხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრებზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალვრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.
ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ.