ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ზამთრის სეზონი, რომელშიც მონაწილეობა იუნკერთა ბატალიონის I კურსის იუნკერებმა მიიღეს.
მეოთხე ტურის შედეგად ფინალში თამაშის უფლება 13 ქულით გუნდმა „ვისკი 164“ მოიპოვა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ მარიამ ერაძეს მიენიჭა.
გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ გადასცეს.