დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა ლიტვის სამხედრო აკადემიის კომენდანტი, პოლკოვნიკი რაიმუნდას მატულისი.
ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი მატულისი აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს შეხვდა.
აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლიტველ კოლეგას ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და სკოლები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.