ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის ჩატარდა სამდღიანი სემინარი „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“.
სემინარის მსვლელობისას ტრენერებმა, ნატო-ს სკოლის სტანდარტების, შეფასებისა და ტრენინგის დეპარტამენტის დირექტორმა, მაიორმა რემი ტრემბლიმ და „გაფართოებული სწავლების“ (ADL) პროგრამის ინსტრუქტორმა და კურსის დირექტორმა, ქალბატონმა ტანია გაისმა მონაწილეებს სამხედრო საგანმანათლებლო სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნეს.
სემინარი აკადემიასა და DEEP-ს შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.