სიახლეები

იტალიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიის უმაღლესი თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის  დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი კარმელო ბურჯო და იტალიის თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის კოორდინატორი, კაპიტანი ლუიჯი მარძულო.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს შეხვდნენ.

აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიელ კოლეგებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო სკოლები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.