სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ზამთრის სეზონის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

ფინალურ თამაშში მონაწილეობას იუნკერთა ბატალიონის ოთხივე კურსის საუკეთესო გუნდები და იუნკერთა ბატალიონის წარმომადგენლები იღებდნენ. დაძაბული თამაშის შედეგად ზამთრის სეზონის გამარჯვებული 17 ქულით იუნკერთა ბატალიონის III კურსის გუნდი „გეტო“ გახდა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერთა ბატალიონის IV კურსის იუნკერ ირაკლი ციცვიძეს მიენიჭა.

გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა გადასცეს.