დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის 60-მა იუნკერმა სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღო.
იუნკერებს კურსის წარმატებით დასრულება ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს.
ზაფხულის საბაზისო კურსი ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა.
კურსის განმავლობაში, იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის იუნკერებს პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ სამთო რელიეფზე გადაადგილებაში, კლდეზე ცოცვის ტექნიკაში, მდინარის გადალახვაში, მდინარეზე დაშავებულის გადაყვანაში, კლდიან რელიეფზე მოწყობილ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში, კლდიდან დაშვებასა და სამთო მარშში.