სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები აკადემიაში

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროექტის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის IX კლასის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს. ახალგაზრდებმა, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.