დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების კურსის უფროსმა ინსტრუქტორმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ომის ვეტერანმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა არჩილ ჩაჩხიანმა იუნკერთა ბატალიონის I და II კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა. ბატონი არჩილი იუნკერებს ომის თეორიასა და სამხედრო ხელოვნებაზე ესაუბრა. მან ყურადღება ასევე გაამახვილა 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამხედრო ისტორიაზე. თადარიგის პოლკოვნიკმა ოფიცრის განვითარების სხვადასხვა საფეხურებიც განიხილა. აღნიშნულმა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში, ლექციის მეორე ნახევარი გენერალ მაზნიაშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებასა და განხილვას დაეთმო. ბატონი არჩილი 25 იანვარს აღნიშნულ თემაზე ლექციას ასევე წაიკითხავს III და IV კურსის იუნკერებისთვის.