სიახლეები

არჩილ ჩაჩხიანის ლექცია III და IV კურსის იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების კურსის უფროსი ინსტრუქტორის, თადარიგის პოლკოვნიკის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონი არჩილ ჩაჩხიანის ლექციათა სერია.

ამჯერად, ბატონი არჩილი ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ აკადემიის III და IV კურსის იუნკერებს ესაუბრა. მან 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის მაგალითზე დეტალურად განიხილა ომის წამოწყების მიზეზები და ქვეყნის საბრძოლო და თავდაცვითი მოქმედებები.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა 1918 წლის ომთან დაკავშირებით მომავალი ოფიცრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.