ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრნენ. მათ რეჟისორ ლევან წულაძის ისტორიულ-პატრიოტული ჟანრის სპექტაკლი “ქაქუცა ჩოლოყაშვილი” ნახეს. მსახიობებმა სცენაზე XX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ვითარება გააცოცხლეს. მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, კოტე აფხაზის, გიორგი მაზნიაშვილის და იმ ქართველი გმირების მოღვაწეობა წარმოაჩინეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიეს იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რომელთა ხსენება თითქმის რვა ათეული წელიწადი ტაბუდადებული იყო. მომავალი სამხედროების თქმით, სცენაზე განვითარებულმა მოვლენებმა მათში დიდი ემოცია გამოიწვია და პატრიოტული მუხტი შეიტანა.
მსმენელებისთვის გასვლითი, კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებები ყოველკვირეულად თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება და განტვირთვასთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.