ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში 2 თვიან სტაჟირებას გაივლის ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის IV კურსის კადეტი მეთიუ ანისი.
დღეს, სტუმარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძესა და ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ რობერტ ჰენდს შეხვდა.
სტაჟირების ფარგლებში, ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის კადეტი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ ღონისძიებაში. გაცნობითი ვიზიტები დაგეგმილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისსა და საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში.
მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.