სიახლეები

სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების სტაჟირების დასასრული

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 16 იანვრიდან 9 თებერვლამდე სტაჟირება გაიარა სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხმა კადეტმა. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფრანგი ლეიტენანტები ინგლისური და რუსული ენების კურსებს ესწრებოდნენ. კადეტებმა აკადემიის მე-2 კურსის იუნკერებთან ერთად ასევე გაიარეს ერთკვირიანი საველე სწავლება და მონაწილეობა მიიღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამხედრო სროლებში. ფრანგმა კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ ღონისძიებაში. ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.