ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები 6 თებერვლიდან 19 თებერვლამდე გადიან პრაქტიკულ საველე სწავლებას „საერთო საჯარისო ტაქტიკა“. ორკვირიანი საველე სწავლება მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს საცეცხლე მომზადებაში, საბრძოლო ბრძანების შემუშავებასა და გაცემაში, ოცეულის შეტევასა და ჩასაფრებაში. სწავლების ფარგლებში იუნკერები ფასდებიან, როგორც ათეულის, ასევე ოცეულის მეთაურების რანგში.