სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემის მსმენელები სათნოების სახლში „კათარზისი“

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმა სათნოების სახლის „კათარზისი“ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მსმენელები მანდილოსანთა თავშესაფრის ყველა მოხუცს საკუთარ საცხოვრებელში ესტუმრნენ და საახალწლო ნუგბარი  მიართვეს.  

მომავალი სამხედრო მოსამსახურეების თქმით, ისინი შეეცადნენ „კათარზისში“ მცხოვრები თითოელი მოხუცისთვის ოჯახის გარეშე ყოფნა ოდნავ მაინც შეექმსუბუქებინათ და წინასაახალწლო განწყობა შეექმნათ.