სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სიმბოლური რბენა გაიმართა

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური რბენა გაიმართა.

5600 მეტრზე რბენაში მონაწილეობა აკადემიის იუნკერებმა, სამხედრო ინსტრუქტორებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

საპრიზო ადგილები იუნკერებმა გიორგი გრიგალაშვილმა, გიორგი დოლაკიძემ და შოთა გოგიჩაშვილმა დაიკავეს. გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ლიპარტელიანმა, იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ და აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი ბრეგვაძემ გადასცეს.